ბრაზილია წითელ ზონად გამოცხადდა - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა

  13:10:14     29-04-2020

ბრაზილია პანდემიის მსოფლიო რუკაზე ახალ წითელ ზონად იქცა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 474 ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 5 017-ს მიაღწია. ამ მონაცემებით ბრაზილიამ ჩინეთს გაუსწრო.

ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყანაში კორონავირუსი 73 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.