ე.წ. პირბადიანი ასტეროიდი დედამიწას დღეს მოუახლოვდება

  12:46:14     29-04-2020

"ბი-ბი-სის" ცნობით, ​29 აპრილს დედამიწას ასტეროიდი 1998 OR2 ჩაუფრენს.

1998 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. მისი დიამეტრი 1,5 კილომეტრია. "ნასას" სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასტეროიდი პლანეტის ორბიტაზე არ მოხვდება, ამიტომ საშიშროება არ არსებობს.

თუმცა, მათივე თქმით, 1998 OR2-ს შემდეგი შეხვედრა დედამიწასთან უფრო ახლო მანძილზე მოხდება, ამიტომ ისინი ასტეროიდს პოტენციურად სახიფათოდ მიიჩნევენ.

ასტეროიდს ფორმის გამო, "პირბადიანი ასტეროიდი" შეარქვეს. სპეციალისტები ხუმრობენ, რომ როგორც ჩანს ასტეროიდმა შეიტყო დედამიწაზე პანდემიის შესახებ და თავდაცვის ზომებს მიმართა.