ტრაგედია რუსეთში - ხანძარს ექვსი ბავშვისა და ორი ზრდასრულის სიცოცხლე ემსხვერპლა

  12:40:41     29-04-2020

ხანძარს რუსეთში, ლენინგრადის ოლქში 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 6 არასრულწლოვანია, ყველაზე მცირეწლოვანი გარდაცვლილი 1 თვის ბავშვია.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, მაშინ, როცა ოჯახის ყველა წევრს ეძინა. სამაშველო სამსახურმა მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხა.