"რუსეთში კორონავირუსის გავრცელების პიკი ჯერჯერობით გადავლილი არ არის"
10:33:38     29-04-2020
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს.
"ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა დასტაბილურდა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს, ვინაიდან სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბული რჩება. სპეციალისტები და მეცნიერები აცხადებენ, რომ პიკი ჯერჯერობით გადავლილი არ არის,“ - აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში 12 მაისიდან, ეტაპობრივად განხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 93 558 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 867 ადამიანი.