რამდენჯერმე დაარტყა და იატაკზე მოისროლა - ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამამ ერთი თვის ჩვილი მოკლა

  23:27:49     28-04-2020

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის მკვიდრს სასამართლო შვილის მკვლელობისთვის გაასამართლებს.

მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც ერთი თვის ჩვილის ტირილმა წყობიდან გამოიყვანა - წერს გამოცემა Ura.ru

ტრაგედია რამდენიმე თვის წინ, 19 დეკემბრის ღამეს მოხდა. 29 წლის მამაკაცმა ატირებული ბავშვი აიტაცა ჰაერში, რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა და შემდეგ იატაკზე მოისროლა. ბავშვი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მცირეწლოვანის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა, მან კი თავის მხრივ დანაშაული აღიარა და ახლა სასჯელის მოლოდინშია.