საპატრულო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებულია - დავით ცინარიძემ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა
18:04:41     28-04-2020
საპატრულო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებულია. გამოძიება დავით ცინარიძეს ოჯახში ძალადობას ედავება.
ყოფილმა ძალოვანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი არ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.