შემწვარი ბადრიჯანი პომიდვრის საწებლით
10:36:17     04-08-2011
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2-3 თავი
პამიდორი - 500-600 გრამი
პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
ცხიმი - 3-4 სუფრის კოვზი
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთუთქოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ცხიმიან, ცხელ ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ; მერე მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ ქაფცქვნილი, გახეხილი და საცერზე გატარებული პამიდორი და ვხარშოთ 15-20 წუთი. დავუმატოთ წიწაკა, მარილი, დანაყილი ნიორი. ვადუღოთ კიდევ 5-10 წუთი; გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი