რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსის საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს
14:32:02     28-04-2020
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ აუცილებლად დააყენებს კორონავირუსის გამო შემოღებული საკარანტინო ზომების დამრღვევი მღვდლების პასუხისმგებლობის საკითხს. რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, მსგავსი ფაქტის გამოვლენიშ შემთხვევაში, სამღვდელო პირი შესაძლოა საეკლესიო სასამართლოს მიერ გასამართლდეს ან საეკლესიო-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.