"გამოიჩინეთ მოთმინება იზოლაციის პირობებში... კორონავირუსის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით და ეს ბევრი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს"

  10:26:54     28-04-2020

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ მოთმინება იზოლაციის წესების მიმართ, ვინაიდან ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკზე იმყოფება და დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ, შესაძლოა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღა და მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.

"არსებობს რეალური ნიშნები, რომ პიკის გადალახვის პერიოდში ვართ. წარმოიდგინეთ, ეს ვირუსი რომ ფიზიკური თავდამსხმელი იყოს - მოულოდნელი და უხილავი ყაჩაღი, რაც საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ ერთობლივად მისი მიწაზე დანარცხება დავიწყეთ,“ - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

კორონავირუსით დიდ ბრიტანეთში 21 092 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ჯანდაცვის სფეროს 82 თანამშრომელი და 16 სოციალური მუშაკია.