სკანდალი რუსეთის სუპერმაკეტში - რიგში დგომით უკმაყოფილო მთვრალმა ორსულმა ქალმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დებოში მოაწყო და ხელით შეეხო მაღაზიის თანამშრომელს

  12:57:33     27-04-2020

რუსეთის ქალაქ ფსკოვის ორსულმა მკვიდრმა, რომელიც მთვრალი იყო, ბავშვების თვალწინ მაღაზიაში სკანდალი მოაწყო. ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ქალი სუპერმარკეტში მეგობართან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. დიდი რიგის გამო გადაწყვიტა, რომ ძალიან ნელა ემსახურებოდნენ. სწორედ ეს გახდა მისი გაღიზიანების მიზეზი.

ქალს არ მორიდებია ბავშვების თანდასწრებით უხამსი სიტყვების ხმარება. ვიდეოში კარგად ისმის არასრულწლოვანების ტირილი, ერთ-ერთი კი დედას გაჩუმებას სთხოვს.

"ორი საათის განმავლობაში რიგში უნდა ვიდგე? ვეღარ ემსახურებით ორსულ ქალს? გინდა სამსახური დატოვო? - უტევს ქალი მოლარეს.

ამის შემდეგ ნასვამმა ქალმა თავის დაქალთან და ბავშვებთან ერთად სუპერმარკეტი დატოვა და თანმხლები პირები ავტომობილში ჩასვა, თავად კი საჭესთან დაჯდა. სუპერმარკეტში მყოფმა პირებმა პოლიციაში გადარეკეს და ავტომობილის ნომრები ჩააწერინეს. როდესაც ქალი სამართალდამცველებმა გააჩერეს, ალკოჰლურმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და კანონის დარღვევისთვის მას შესაბამისი ოქმი გამოუწერეს