ოზურგეთში ცოლის ცემისათვის მამაკაცი დააკავეს

  12:11:44     26-04-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.