ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსით ხუთი თვის ჩვილი დაიღუპა

  12:02:05     25-04-2020

ახალი კორონავირუსით ნიუ-იორკში ხუთი თვის ჩვილი დაიღუპა. ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში 21 მარტს გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკელი მეხანძრის ქალიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებდა.

აშშ-ში 2 აპრილიდან დღემდე ახალი კორონავირუსთ 14 წლამდე ასაკის სამი ბავშვია გარდაცვლილი.