დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 37 წლის ტყუპი დები, დაინფიცირებიდან 3 დღეში გარდაიცვალნენ

  11:24:36     25-04-2020

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით გარდაიცვალნენ ტყუპი დები, კეტი და ემა დევისები.

37 წლის ექთანი, კეტი დევისი ხუთშაბათს, საუთჰემპტონის საავამდყოფოში დაინფიცირებიდან 3 დღეში გარდაიცვალა. მისი ტყუპისცალი კი, ყოფილი მედდა, ემა დევისი იმავე საავადმყოფოში -  პარასკევს.

"ისინი ყოველთვის ამბობნდნენ, რომ ერთად მოევლინნენ სამყაროს და ერთადვე დატოვებდნენ მას", - თქვა ტყუპების დამ ზოი დევისმა.

"სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი განსაკუთრებულები იყვნენ ისინი", - დასძინა ზოიმ.

ბრიტანეთში კორონავირუსით 50-მდე ექთანი დაიღუპა.