თავის და კუნთების ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, ტკივილი გულმკერდის არეში და სხვა - CDC-მა კორონავირუსის სიმპტომების ჩამონათვალი განაახლა
19:09:44     24-04-2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კორონავირუსის სიმპტომების ჩამონათვალი განაახლა. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე არსებულ სიმპტომებს - მაღალ ტემპერატურას, ხველასა და ქოშინს დაემატა ჟრჟოლა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, კუნთების ტკივილი და ანთება ყელში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე სიმპტომი - ციანოზი, სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
სპეციალისტების განცხადებით, ეს შესაძლოა სიმპტომების სრული ჩამონათვალი არ იყოს და სხვა ჩივილების შემთხვევაში ადამიანებმა ექიმებს უნდა მიმართონ.