დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე: ჩვენი მძინარა ბიჭი სახლის სარდაფში იმალება კორონავირუსის გამო

  18:02:29     24-04-2020

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი არჩევნების გადატანას შეეცდება.

"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ის ეცდება როგორმე არჩევნები გადაიტანოს“,-აღნიშნა ბაიდენმა. 

აღნიშნულს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მისი თქმით, მძინარა ჯოს დებატები არ სურს.

"ჩვენ გვყავს მძინარა ბიჭი, რომელიც სახლის სარდაფში იმალება კორონავირუსის გამო და არ სურს დებატების გამართვა“,-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის სამ ნოემბერსაა ჩანიშნული.