
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა
14:15:42     24-04-2020
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.
შეგახსენებთ, გუშინ აფხაზეთის ახლად არჩეული „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.