თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
10:53:15     24-04-2020
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთს აქვს, სადაც დღე-ღამეში 115 ინფიცირებული გარდაიცვალა და COVID-19 2500-მდე ადამიანს დაუდგინდა, თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 100 ათასს გადასცდა.
მონაცემი ყოველდღიურად მატულობს რუსეთშიც, სადაც ვირუსით დაინფიცირებულთა ოფიციალური რიცხვი 62 773-ს, ხოლო დაღუპულთა რიცხვი უკვე 555-ს აღწევს.
აზერბაიჯანში 1,548 დადასტურებული შემთხვევაა სომხეთში კი 1,523, რაც შეეხება უკრაინას აქ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7,170-ია, ვირუსმა უკვე 187 ადამიანი იმსხვერპლა.