ბოლო დროს სულ ახალგაზრდები შემოჰყავთ, რომლებიც ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში არიან, რეანიმაცია სრული დატვირთვით მუშაობს - რუსი ექიმის ვიდეო ჩართვა

  23:35:00     23-04-2020

მოსკოვის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ვალერი ვეჩორკომ ფეისბუკ ლაივი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩართო.

ექიმმა საზოგადოებას იზოლაციისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას მიმართონ კლინიკებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა პაციენტები ემატებიან, რომლეთა მდგომარეობაც მძიმეა.

- ბოლო დროს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა პაციენტი, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და რომელთაც სჭირდებათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი. რეანიმაცია დატვირთული რეჟიმში მუშაობს - აღნიშნა ვეჩორკომ.