მონროს ფონზე ის სულ იჩაგრებოდა, თუმცა მასზე უკეთესი იყო - მერლინ მონროს დუბლიორი, რომელიც მსახიობს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა

  16:19:30     23-04-2020

არიან მსახიობები, რომელსაც დროსთან ერთად ივიწყებს კინომოყვარული საზოგადოება, თუმცა არიან ისეთებიც,სიკვდილიდან  ნახევარი საუკუნის მერეც რომ ახსოვს და უყვარს მაყურებელს.

სწორედ ასეთი მსახიობია მერლინ მონრო - 50-ანი წლების ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებული თავისი გარეგნობითა და გამორჩეული ქარიზმატულობით გახდა, თუმცა ახლა არა მონროზე, არამედ მის დუბლიორზე უნდა ვისაუბროთ, რომელსაც მსახიობი მუდამ ჩრდილავდა. 

 

[I=2] გრეტა ტისენს არც გარეგნობა აკლდა და არც ნიჭი, ის ბევრისთვის სასურველი ქალი იყო. ის კოპენჰაგენის გარეუბანში, ქალაქ ჰარესკოვში 1927 წელს დაიბადა. გრეტა განსაკუთრებული სილამაზით სარგებლობდა, განსაკუთრებით იმდროინდელი სტანდარტებით: დიდი მკერდი, თხელი წელი, მომრგვალებული ფორმები, ლამაზი სახე და საოცარი ქერა ხვეული თმა.

 

ასეთი საოცარი ფიზიკურობით 1952 წელს მან მის დანიის ტიტული მოიგო და აშშ-ში და გაემგზავრა, რათა ბედი ჰოლივუდში ეცადა.

 

[I=3] საქმე იმაშია, რომ ჰოლივუდს ერთი ქერა ლამაზმანი უკვე ჰყავდა, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა ძალიან რთული იყო - ეს იყო მერლინ მონრო, რომელსაც გრეტა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. სწორედ ამ მსგავსების დამსახურებით, ტისენი ჰოლივუდის სექსსიმბოლოს დუბლიორი გახდა.

მისი წარმატებული სამსახიობო კარიერის დასაწყისი ფილმით „ავტობუსის გაჩერება“ დაიწყო, რომელიც 1956 წელს გადაიღეს.

კინოინდუსტრიის ბევრმა თანამშრომელმა, რომელსაც ორივე ქერათმიანთან ჰქონდა შეხება, შენიშნა, რომ გრეტა უფრო რბილი და არისტოკრატული იყო. ეს ან მისი პოზიციის გამო, ან უბრალოდ მისი სასიამოვნო ხასიათის გამო იყო, თუმცა ფაქტია - მასთან მუშაობა ბევრად კომფორტული იყო ვიდრე მერილინთან. სამწუხაროდ, ტისენი მაინც იჩრდილებოდა და დაუფასებელი იყო, რადგან მონრო საზოგადოება მონროს აღმერთებდა.

 

[I=4] ვერავინ იტყვის, ტისენს ეს გარემოება გულს სტკენდა თუ არა, რადგან ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფოტოგრაფებში, ხოლო მისი ფილმოგრაფია მოიცავს დაახლოებით 20 ფილმს. მისი სამსახიობო კარიერა ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და 60-იანი წლების ბოლოს გრეტამ დატოვა ჰოლივუდი, რადგან ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სამჯერ იყო დაქორწინებული, ტისენმა მაინც შეძლო ოჯახური ბედნიერების პოვნა თეოდორ გუნტერთან, რომლისგანაც შეეძინა თავისი ერთადერთი ქალიშვილი ჯულიეტა ჟენევიე გიუნტერი. გრეტა 90 წლის ასაკში, 2018 წელს მანჰეტენზე, თავის სახლში გარდაიცვალა.