ნიუ-იორკის შტატში, ორ კატას კორონავირუსი დაუფიქსირდა

  14:03:43     23-04-2020

ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუდგინეს. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შინაური ცხოველები არიან, რომლებსაც COVID-19 ოფიციალურად დაუდასტურდათ.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ კატები ადამიანისაგან დაინფიცირდნენ. ინფექციურ დაავადებათა ამერიკელი ექსპერტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ცხოველები სავარაუდოდ ადამიანებისგან ინფიცირდებიან. მისივე შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირიქით, ცხოველები აინფიცირებენ ადამიანებს.