თურქეთის 31 ქალაქის და პროვინციის მოსახლეობას, რამადანის გამო, 4 დღის განმავლობაში სახლებიდან გასვლა აეკრძალა
13:55:39     23-04-2020
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის 31 ქალაქის და პროვინციის მოსახლეობას 4 დღის განმავლობაში სახლებიდან გასვლა აეკრძალა.
აკრძალვა ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაზეც ვრცელდება და ძალაში 23 აპრილის საღამოდან შევა.
თურქეთის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება რამადანის გამო მიიღო, რომელიც 24 აპრილს იწყება. აკრძალულია დიდი ჯგუფების შეკრება.
ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი 98 674-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 117 ადამიანი.