მესტიაში, მესაზღვრის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებს ჩაბარდა

  12:27:29     23-04-2020

სასაზღვრო პოლიციის თანაშრომელი, რომელსაც მესტიის მუნიციპლალიტეტის სოფელ მულახში, ასევე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის განზრახ მკვლელობისთვის ეძებდნენ, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაშიც ადასტურებენ. უწყებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გუშინ დაიწყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებდა.

 

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მკვლელობა 20 აპრილს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადგაზე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მკვლელობა სოფელ მულახში 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.