სილიკონის მკერდმა 30 წლის ქალი სიკვდილს გადაარჩინა
15:04:59     22-04-2020
30 წლის კანადელმა ქალმა ქუჩაში გადაადგილების დროს მკერდის არეში წვა და ტკივილი იგრძნო, შემდეგ შენიშნა, რომ სხეულზე სისხლმა დაიწყო დენა. სასწრაფო ბრიგადამ ის ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაციის დროს გაირკვა, რომ ქალს მკერდის არეში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
საბედნიეროდ, ჭრილობა სასიკვდილო არ იყო, ეს კი, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, მისი სილიკონის მკერდის დამსახურებაა - წერს ადგილობრივი გამოცემა Sage journal.
დაზიანება მხოლოდ მსუბუქი აღმოჩნდა და ბრმა ტყვიით მიყენებულმა ტრავმამ მას ნეკნი გაუტეხა. ექიმები ვარაუდობენ, რომ სილიკონის მკერდმა კანადელი სიკვდილისგან იხსნა, რადგან იმპლანტმა შეცვალა გულში ტყვიის ტრაექტორია. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ ქალს გული ახლა მარცხენა მკერდზე სწყდება, რომლის ამოღებაც გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია, ვის ეკუთვნოდა ცეცხლსასროლი იარაღი და იყო თუ არა განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.