ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობას სთავაზობს

  14:44:29     22-04-2020

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ზელენსკის გუნდი მთავრობაში თანამდებობას სთავაზობს.  არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს.

მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ჯერჯერობით კი თავად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.