თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

  13:51:09     22-04-2020

პანდემიისა და შეზღუდვების პარალელურად, კრიმინალური ფაქტები გახშირდა.

მაგალითად: ამ წუთებში, კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი.

კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს, რაც ამ ფოტო-მტკიცებულებითაც დასტურდება. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.