ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით არქიმანდრიტი დაჭრა
11:55:39     22-04-2020
ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ცივი იარაღით დაჭრა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.