ძაღლი სახლიდან გაიქცა და იმ საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც თავისი პატრონი კორონავირუსით გარდაიცვალა

  23:14:15     21-04-2020

ძაღლის ერთგული ხასიათის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება და ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ ამას, თუმცა ამბავი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა, ყველაზე სევდიანი და გულისამაჩუყებლია.

გასულ კვირას, იტალიის პროვინციაში, 7 წლის ძაღლი, სახელად სტელა, სახლიდან გაიქცა. მისი განზრახვა იყო ეპოვნა პატრონი, რომელიც იმ დროს საავადმყოფოში კორონავირუსით კვდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტაციონარი პატრონის სახლისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იყო, სტელამ მაინც მოახერხა მისი პოვნა, თუმცა კოვიდინფიცირებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

გერმანული ნაგაზი საავადმყოფოს ეზოდან ფეხს არ იცვლიდან, ცდილობდა, ტირილით ვინმე მიეხვედრებინა, რომ შიგნით შესვლა უნდოდა. მან საკმაოდ დიდ ხანს იცადა გარეთ.

როდესაც ცხოველთა დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციის მუშაკებმა შეიტყვეს ამის შესახებ, მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ერთგული ცხოველის სევდიანი ისტორია. რამდენიმე დღის შემდეგ ძაღლს ახალი პატრონი გამოუჩნდა.

სტელა იმ კაცის ნათესავმა აიყვანა, რომელიც მანამდე მისი პატრონი იყო. ახლა ძაღლს ახალი ოჯახი ჰყავს, თუმცა ჯერაც ვერ დაივიწყა ის ადამიანი, რომელმაც გაზარდა და რომელთანაც შვიდი წელი გაატარა, ამიტომ, ის ხშირად ტირის და სხვებიც გრძნობენ, რომ სტელას ტკივილი კიდევ დიდ ხანს გაჰყვება.