მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გაუჩინარებაზე ალაპარაკდნენ - კიმ ჩენ ინი მკვდარია?

  22:56:44     21-04-2020

მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გაუჩინარებაზე ალაპარაკდნენ. ბოლო ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა - აღნიშნული ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუას იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას "თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის" გამო დასჭირდა.

ამერიკული სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიცოცხლისუნარიანობის ფაქტი ეჭვქვეშაა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მედია საშუალებები ამტკიცებენ, რომ კიმი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ქვეყნის მართვას. არსებულ ინფორმაციას ვერც ერთი ფაქტი ცხადჰყოფს, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ის გარდაიცვალა. კითხვებზე - ცოცხალია თუ არა კიმ ჩენ ინი და რატომ არ ავრცელებენ ოფიციალურ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პასუხები ჯერ კიდევ გაუცემელია.