"ბავშვობის ლამაზი ზღაპარი დასრულდა" - ტომი და ჯერის შემქმნელი ჯინ დეიჩი გარდაიცვალა

  17:11:27     21-04-2020

მულტიპლიკაციურ სერიალის "ტომი და ჯერის" შემქმნელი ჯინ დეიჩი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დეიჩი ოსკარის მფლობელი ილუსტრატორი იყო. ის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა ანიმაციურ სტუდიაში Terrytoons. ასევე, როგორც რეჟისორმა, მიიღო მონაწილეობა ამერიკული მულტფილმის პერსონაჟის Popeye შექმნაში.

"ბავშვობის ეპოქის" შემქნმელი პრაღაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლეგენდარულ მულტფილმს „ტომი და ჯერი“ 80 წელი თებერვალში შეუსრულდა. მულტფილმის პირველი სერია 1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა.

მულტფილმი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ის ანიმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ შექმნეს და თავდაპირველად მას Puss Gets the Boot, კატას - ჯასპერი, თაგვს კი ჯინქსი ერქვა.

"ბავშვობის ლამაზი ზღაპარი დასრულდა"; "დეიჩმა ბავშვობა გაგვილამაზა და საუკეთესო წლები გვაჩუქა" - ასე ეხმაურებიან ინტერნეტ მომხმარებლები სოციალურ ქსელში ჯინის გარდაცვალების ამბავს.