"ფეისბუქის" ადმინისტრაცია წაშლის გვერდებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მიეძღვნება

  15:01:42     21-04-2020

"სი-ენ-ენის" ცნობით, "ფეისბუქის" ადმინისტრაცია წაშლის გვერდებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მიეძღვნება. 

სოციალური ქსელიდან უკვე წაიშალა ანონსები კალიფორნიაში, ნებრასკასა და ნიუ-ჯერსიში მასობრივი აქციების შესახებ.

კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ იმ ანტისახელისუფლებო აქციაზე, რომლის ორგანოზატორები დისტანციის აუცილებლობაზე გაამახვილებენ ყურადღებას, ცენზურა არ გავრცელდება.