ნასვამმა მამაკაცმა საკუთარ დას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - გოგონა ცოცხლად დაიწვა
13:06:01     21-04-2020
იამალში გამომძიებლებმა ცოცხლად დამწვარი 19 წლის გოგონას მკვლელობა გახსნეს - მთავარი ეჭვმიტანილი იყო მოკლულის ძმა - აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა SU SKR ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ დას ბენზინი გადაასხა და მოკიდებული სიგარეტი მიაგდო ზედ. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც გოგონა დაიღუპა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის კვალის დაფარვას შეეცადა.
დაკიხვის დროს მან აღიარა, რომ ნასვამი იყო და დასთან გარკვეული კონფლიქტი მოუვიდა. შემდეგ ბენზინი აიღო, გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ექსპერტიზის თანახმად, სიკვდილი მიყენებულმა მძიმე დამწვრობებმა გამოიწვია.