რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა

  12:54:17     21-04-2020

რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით უკვე 52 763 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 24 საათში კი, ვირუსის 5 642 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით დაღუპულია 51, ხოლო გამოჯანმრთელდა 427 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში ინფექციით 456 ადამიანი დაიღუპა, 3 873 კი გამოჯანმრთელდა.