"ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, ეს რა ვირუსია... უარესი წინ გველის"

  11:37:24     21-04-2020

დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მოდით, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია. ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი ხვდება, ეს რა ვირუსია -  ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა გააკეთა.

ტედროს გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.

მისი თქმით, ქვეყნებმა, სადაც შემზღუდავი ზომების შერბილება იგეგმება, ეს ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გააკეთონ. ამასთან, მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.