ჩინეთი ძაღლების, კატების, ვირთხების, გველების და ზოგი სხვა ცხოველის საკვებად გამოყენებას კრძალავს

  11:01:48     21-04-2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ჩინეთი ზოგიერთი ცხოველის საკვებად გამოყენების აკრძალვას გეგმავს.

ჯერ კიდევ იანვარში გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეპიდემიის გავრცელება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბამბუკის ვირთხების ან მაჩვების საკვებად გამოყენებასთან. ჩინეთის ხელისუფლებამ გაითვალისწინა ეს მოსაზრება და სამი თვით აკრძალა ბამბუკის ვირთხების საკვებად გამოყენება.

ამჟამად კი, ჩინეთის ხელისუფლება დროებითი აკრძალვის მუდმივად გადაქცევის აუცილებლობაზე ფიქრობს.

ხელისუფლებაში მომზადებული დირექტივით იკრძალება არაერთი ეგზოტიკური ცხოველის მოშენება და საკვებად გამოყენება.

აკრძალულ ჩამონათვალში ძაღლებთან, კატებთან, გველებთან, ციბეტებთან და სხვა ცხოველებთან მოხვდნენ, მათ შორის, ჩინეთში დელიკატესად მიჩნეული ბამბუკის ვირთხები, რომელთა მოშენებითაც ჩინეთში ათიათასობით ფერმერი იყო დაკავებული და რომელთა რაოდენობაც მეურნეობებში 25 მილიონს აღწევდა.