"ვშიშობ, რომ მსოფლიო პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო უარესი გახდება"

  09:20:40     21-04-2020

ვშიშობ, რომ მსოფლიო პანდემიის შემდეგ ისეთივე იქნება, როგორც პანდემიამდე - უბრალოდ, უფრო უარესი გახდება, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა გამოცემა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პანდემიაზე რეაგირებამ გამოწვევები შექმნა მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის, რისი მაგალითიც აშშ-ის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეჩერებაა.

"ძირითადი მოთამაშეები ცალკე მოქმედებენ, როგორც ეს ჩანს აშშ-ის გადაწყვეტილებიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი უნივერსალური ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა. ეს ბრძოლა ასევე ძალაუფლების ბალანსის სისტემატიზაციას წარმოადგენს, რომელშიც ჩინეთისა და ამერიკის დაპირისპირება ჭარბობს“, - აღნიშნა ჟან ივ ლე დრიანმა.