„ერთ კუბოში ჩაგვასვენე და ისე დაგვმარხე“ - პენსიონერმა მამაკაცმა ცოლი და ორი შვილიშვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა

  23:48:45     20-04-2020

ჩერკესკში,  პირველი მაისის ქუჩაზე მდებარე ბინაში65 წლის ქალისა და ორი ბავშვის ცხედარია ნაპოვნი. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი ქალის მეუღლეა, რომელმაც მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა და ახლა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიებითა და ექსპერტიზით დადგინდა, რომ მამაკაცმა ჯერ ბავშები დახოცა, შემდეგ ცოლი მოკლა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მან დარეკა საკუთარ ძმასთან და სთხოვა, რომ ის თავის მეუღლესთან ერთად ერთ კუბოში დაეკრძალათ.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.