ბროდვეის ვარსკვლავს კორონავირუსის გართულების გამო ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
23:33:26     20-04-2020
41 წლის კანადელმა მსახიობმა ნიკ კანდორომ, რომელიც ტონის პრემიაზე მუსიკალური Bullets Over Broadway- ის როლისთვის დააჯილდოვეს, მარჯვენა ფეხი დაკარგა.
31 მარტს ვარსკვლავი პნევმონიის დიაგნოზით ლოს-ანჟელესის საავადმყოფოში გაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს, რადგან ინფექციის გართულებული ფორმა ჰქონდა და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო. ცოტა ხანში დაავადებამ გაუთვალისწინებელი გარემოებები შექმნა.
ნიკმა 18 დღე ინტენსიური თერაპიის განმავლობაში გაატარა. მას სისხლის კოაგულაციასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო - წერს CNN. მკურნალობამ უარესი შედეგი გამოიღო, ამიტომ საჭირო გახდა მედიკამენტების მოხსნა და ფეხის სასწრაფო ამპუტაცია.