ირანში, 30 წლის ქალს, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა
14:28:55     19-04-2020
ირანში, 30 წლის ქალს, რომელსაც ვირუსის არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა.
Mirror-ის ინფორმაციით, ქალმა საავადმყოფოს ახალ კორონავირუსზე ტესტირების გასაკეთებლად მას შემდეგ მიაკითხა, რაც მისი ახლობელი CoVid-19-ს ემსხვერპლა. ქალი ძალიან ანერვიულებული იყო. ზოგადად, ასეთ შემთხვევებში, კომპიუტერულ ტომოგრაფიას არ უკეთებენ-ხოლმე, მაგრამ ექიმებმა გამონაკლისი დაუშვეს. ტომოგრაფიის შემდეგ ექიმებმა მის ფილტვებში ის ნიშნები აღმოაჩინეს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას ახასიათებს. 2 დღის შემდეგ 30 წლის ქალი საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ედინბურგში მოღვაწე რადიოლოგი, ჯერემი ჯონსი გამოცემასთსთან ამბობს, რომ მასაც ბევრჯერ აღმოუჩენია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ფილტვებში, როდესაც ადამიანებს ტომოგრაფიას სულ სხვა მიზეზით უკეთებდა.