დონალდ ტრამპი: კორნავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით ბევრი უცნაური რამ ისმის... ჩვენ ამას ვიძიებთ. ჩინეთის ხელისუფლებამ კი პასუხი უნდა აგოს
10:37:07     19-04-2020
ჩინეთის ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი, თუკი აღმოჩნდება, რომ ისინი მალავდნენ რეალურ მონაცემებს კორონავირუსის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“თუკი აღმოჩნდება, რომ ჩინეთის ხელისუფლება განზრახ მალავდა ფაქტებს, მაშინ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს შედეგები”, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა უკვე გამოთქვა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემები არარეალურია. მისი მოსაზრებით, ჩინეთში რეალურად ახალი კორონავირუსის შედეგად იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვლებოდა, ვიდრე აშშ-ში.
ამერიკის ლიდერის თქმით, კორნავირუსის წარმოქმნასთან დაკავშირებით აგრეთვე, ბევრი უცნაური რამ ისმის, რასაც ამ ეტაპზე აშშ იძიებს.