დონალდ ტრამპი: ქრისტიანულ ეკლესიებს ერჩიან, თუმცა არაფერს ამბობენ მეჩეთებზე. მე არაფერს ვერჩი მეჩეთებს, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას ჩვენს ქვეყანაში უსამართლოდ ეპყრობიან

  09:59:38     19-04-2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, კონსერვატორი ანალიტიკოსის, პოლ სპერის ტვიტის გაზიარებასთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგი შინაარსის ტექსტს შეიცავდა:

"ვნახოთ, თუ ხელისუფლება მეჩეთებს სოციალური დისტანცირების ზომების გატარებას აიძულებს რამადანის დღესასწაულზე, როგორც ეს ეკლესიების მიმართ მოხდა აღდგომის დღესასწაულზე," - დაწერა სპერმა.

ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:

"ქრისტიანულ ეკლესიებს ერჩიან, თუმცა არაფერს ამბობენ მეჩეთებზე. მე არაფერს ვერჩი მეჩეთებს. მქონდა საუბარი იმამებთან, რაბინებთან, სასულიერო პირებთან. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სოციალური დისტანცირების წესს. მორწმუნე ადამიანი ვარ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა რწმენა გაქვთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები სხვადასხვა რწმენას განსხვავებულად ეპყრობიან. არ ვიცი, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ქრისტიანულ რწმენას უსამართლოდ ეპყრობიან“, - განაცხადა ტრამპმა.