უმძიმესი კადრები - ბრიტანელი, კორონავირუსით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვა ოჯახმა პირდაპირი ტრანსლაციით ნახა

  19:51:14     18-04-2020

13 წლის, კორონავირუსით გარდაცვლილი ბრიტანელი მოზარდის ოჯახი, ბიჭის დაკრძალვას ვერ დაესწრო. ვირუსის სიმპტომები ბიჭის და-ძმასაც გამოუვლინდათ და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ლონდონში მცხოვრები 13 წლის ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ორშაბათს გარდაიცვალა. ის უკვე დაკრძალეს, მაგრამ დედამისი და მისი 6 და-ძმა იძულებულია, რომ თვითიზოლაციაში იყოს. დაკ­რძალ­ვას ოჯა­ხის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი ეს­წრე­ბო­და.

ოჯახის მეგობარი ჰყვება, რომ ოჯახი სასოწარკვეთილი იყო იმით, რომ ვერ შეძლეს ბავშვთან გამომშვიდობება, ამიტომ დამკრძალავმა ბიურომ მათ პირდაპირი ტრანსლაცია ჩაურთეს.

გარ­დაც­ვლი­ლის უმ­ცროს ძმა­სა და უფ­როს დას ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვთ, მათ შო­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტურა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვა.