ჩინეთში კორონავირუსმა ახლიდან იფეთქა - ყველასთვის მოულოდნელად, ერთ დღე-ღამეში ინფექციას 1290 ადამიანი ემსხვერპლა
13:08:36     17-04-2020
კორონავირუსის ახალი ტალღა ჩინეთში - მოულოდნელად ინფექციას ერთ დღე-ღამეში 1290 ადამიანი ემსხვერპლა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ყველას ეგონა, რომ COVID19-ის პიკმა გადაიარა და საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშიც აისახა.
მას შემდეგ, რაც ახალი ლეტალური შემთხვევების შესახებ გახდა ცნობილი, ეჭვი გაჩნდა, რომ ოფიციალური პეკინი მალავდა ვირუსით გამოწვეულ რეალურ შედეგებს და არასწორ ინფორმაციას აწვდიდა აქამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მეორე ვერსიის თანახმად კი ვირუსის ახალი ტალღა წამოვიდა და ინფექციის გამო ადამიანებს დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი, რის გამოც ისევ მეორედ დაინფიცირდნენ ისინი.