
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 307,950 ლარის ავეჯი შეიძინა
12:30:48     17-04-2020
ექსკლუზივი: მაშინ, როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ქართული ოცნების ხელისუფლება ხალხისთვის სოციალურ ვაუჩერსა და საკმარის დახმარებას ვერ იმეტებს, თუმცა, ასეულობით ათასს ავეჯში ხარჯავს.
16,650 ლარის მაგიდები, 42,480 ლარის დაშპონილი მდფ-ის ჯოხები, 80,400 ლარის სავარძლები, 17,600 ლარის კარადები - ეს იმ ავეჯის არასრული ჩამონათვალია, რომელშიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენო ამ გაგანია პანდემიის დროს, 307,950 ლარს ხარჯავს.
"ერთის მხრივ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში ,,შემსყიდველი”), მისი წარმომადგენლის, სააგენტოს ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ჩუბინიძის სახით და მეორეს მხრივ შპს „მოდერნ-ვილა“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი”), მისი დირექტორის, მალხაზ ტყემალაძის სახით…", - ასე იწყება 2020 წლის 10 პრილს დადებული ხელშეკრულება ავეჯის შესყიდვის შესახებ, რომლის ასლი პრესა.ჯიმ მოიპოვა.
ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ეკონომიკური კოლაფსისა და სოციალური აფეთქების ფონზე, 307,950 ლარის საოფისე ავეჯს ყიდულობს.
[I=2]"ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 307,950 (სამას შვიდი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარს" - წერია ოფიციალური დოკუმენტის მესამე მუხლის პირველ თავში.
თუმცა, განმარტებული არ არის, რატომ ხარჯავს სახელმწიფო სტრუქტურა ხალხის ფულს, ფუფუნებასა და ავეჯში მაშინ, როდესაც ათი ათასობით ადამიანი ვირუსთან ერთად შიმშილს ებრძვის…
მოშიმშილე ბავშვებისა და დამატებით 100,000-მდე უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფონზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 307,950 ლარის ღირებულების საოფისე ავეჯის შესყიდვა, უბრალოდ, ცინიკური და არაადეკვატურია.
ხელშეკრულების მიხედვით, შპს "მოდერნ ვილამ" სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 307,950 ლარის ღირებულების ავეჯი 2020 წლის 30 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს.
[I=3]P.S: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “მოდერნ ვილას”, რომლისგანაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 307,950 ლარის ავეჯის ყიდვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტა, 4 მესაკუთრე ჰყავს:
ზურაბ შუბითიძე - 25 პროცენტი.
ანტონ გრიგოლიშვილი - 25 პროცენტი.
მალხაზ ტყემალაძე - 25 პროცენტი.
გიორგი ნადირაძე - 25 პროცენტი.