კორონავირუსისგან ორსული ექთანი გარდაიცვალა, თუმცა ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს
16:18:21     16-04-2020
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ორსული ექთანი გარდაიცვალა, თუმცა მისი შვილის გადარჩენა ექიმებმა მაინც მოახერხეს.
28 წლის მერი აგიაპონგს ვირუსი 5 აპრილს დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა. 7 აპრილს ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მალევე მას სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რადგან მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა.
ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მასაც კორონავირუსი.