პაციენტს, რომელიც ექიმმა გარდაცვლილად გამოაცხადა, გვამებისთვის განკუთვნილ ტომარაში გაეღვიძა

  13:32:50     16-04-2020

46 წლის გლედის როდრიგეს დუარტე, რომელსაც კიბო ჰქონდა, მაღალი წნევის გამო სან-ფერნანდოში, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. ორი საათის შემდეგ, ექიმმა ჰერიბერტო ვერამ ქალი გარდაცვლილად გამოაცხადა და მიზეზად სიმსივნე დაასახელა.

ქალის ცხედარი იმავე დღეს დამკრძალავ ბიუროში გადაასვენეს. ცოტა ხანში ბიუროს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ გარდაცვლილმა ტომარაში მოძრაობა დაიწყო - წერს Daily Mail.

აღმოჩნდა, რომ გლედისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ის სასწრაფოდ კლინიკაში დააბრუნეს. პაციენტის ოჯახის წევრები ექიმს გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ჰერიბერტოს მისი მკურნალობა არ სურდა და გონების დაკარგვის დროს ქალი არც კი შეუმოწმებია.