კორონავირუსით დაავადებულმა მამაკაცმა ცოლი იმის გამო მოკლა, რომ ქალმა კარანტინში გადასვლა სთხოვა

  23:50:33     15-04-2020

ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა საკუთარი მეუღლე სიკვდილით დასაჯა, რადგან ქალმა ინფექციის დადასტურების გამო სთხოვა სახლიდან გადასულიყო - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას.

შემთხვევა გასულ კვირას, ჩრდილოეთ ლონდონში საღამოს საათებში მოხდა. 65 წლის ჰუსეინ ეგალმა მოკლა 57 წლის მეუღლე მარიან ისმაილი. ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.

მეზობლებმა ემიგრანტი ცოლ-ქმრის სახლში ყვირილისა და ხმაურის მოსმენის შემდეგ პოლიციამ გამოიძახეს. ადგილზე მისვლისას სამართალდამცავებს ქალის ცხედარი დახვდათ, რომლის ჭრილობებიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო.

კაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დღეს მისი სასამართლო გაიმართა, სადაც ჰუსეინი ვიდეო თვალით ჩაერთო, რადგან კორონავირუსის გამო იზოლირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

სასამართლო საბოლოო განაჩენს 14 ივნისს ჩანიშნულ პროცესზე გააჟღერებს.