ექიმმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ერთი უცნაური სიმპტომი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ყველა პაციენტს ჰქონდა და აქამდე არ იცოდნენ

  23:46:25     15-04-2020

ესპანეთის ორთოპედისტთა გენერალურმა საბჭომ გამოაქვეყნა სტატია საკუთარ ვებსაიტზე, სადაც ნათქვამია, რომ სისხლჩაქცევები და ფეხების ანთება შეიძლება იყოს კორონავირუსის ნიშნები. ეს მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რადგან ფილტვების ანთების დროს და მწვავე რესპირატორული სინდრომის ფონზე ფეხები არავის ახსოვს, მით უფრო, ასეთი სიმპტომი სხვა ვირუსების დროს არასდროს ჰქონია რომელიმე პაციენტს - წერს Daily Mail.

ექიმების აღმოჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის 13 წლის ბიჭს, რომელიც კორონავირუსამდე სხვა დიაგნოზზე გამოიკვლიეს - ბიჭუნამ სწორედ ფეხზე შენიშნა უცნაური სისხლჩაქცევა და ამის გამო აღმოჩნდა ექიმის კაბინეტში. მედიკოსებს თავდაპირველად ობობის ნაკბენი ეგონათ, თუმცა საბოლოოდ დიაგნოზი COVID19 აღმოჩნდა, მასზე ტესტი კი ყველა საავადმყოფოს მიერ გაწერილი პროტოკოლის ფარგლებში ჩაუტარეს.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობას გარკვეული კლასტერიდან სწორედ ფეხზე გადასული ინფექცია აქვთ. ისინი შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს, თუმცა დიაგნოზი ერთი აქვს. ესპანელი ორთოპედების კვლევები ბრიტანელმა ექიმმა დენიელ გორდონმაც დაადასტურა.

„ამისი ალბათობა ეჭვგარეშეა, რადგან ბევრი ვირუსი იწვევს გამონაყარს ან ანთებას კანზე. ისინი გავლენას ახდენენ მთლიან სხეულზე და არ ირჩევენ ერთ სუსტ ადგილს. კორონავირუსით დაინფიცირებულებს, უმეტესად, ფილტვების ანთება მისდევს ფონად, თუმცა, ყველა პაციენტში ასე არ ხდება - ზოგს მხოლოდ ცხელება და ხველა აქვს, ასეა ფეხების შემთხვევაშიც, პაციენტების ნაწილს არ აღენიშნება, ნაწილს კი გამოვლენილი აქვს“ - აღნიშნა დენიელ გორდონმა.

იმისდა მიუხედავად, რომ ეს სიმპტომი ვლინდება ძირითადად ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში, ექიმები გვირჩევენ ყურადღება მიაქციონ ფეხების მდგომარეობას. მაგრამ აქვე განმარტავენ - ფეხზე გამონაყარი მხოლოდ კორონავირუსის ბრალი არ შეიძლება იყოს.