საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1438 ადამიანი გარდაიცვალა
22:26:08     15-04-2020
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1438 ადამიანი გარდაიცვალა, საბოლოო ჯამში კი ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 15 729-მდე გაიზარდა.
ერთ დღე-ღამეში დაფიქსირებული გარდაცვლილების შემთხვევებიდან 514 საავადმყოფოებში, 924 კი სოციალურ სამედიცინო ცენტრებში დაფიქსირდა.
როგორც ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა განაცხადა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვიდან 10 643 საავადმყოფოში დაიღუპა, 6524 ადამიანი კი სოციალურ-სამედიცინო ცენტრებში, ძირითადად, მოხუცებულთა თავშესაფრები შედის.