აშშ-ს საავადმყოფოებში მოსასვენებელი ოთახები და VIP პალატები კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამებითაა სავსე
13:50:26     15-04-2020
აშშ-ში, შტატ დეტროიტში ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომლებმა, ანონიმურობის გარანტიით, ჟურნალისტს მიაწოდეს ფოტო-მასალა, თუ რა მდგომარეობაა გარდაცვლილების მხრივ და როგორ ათავსებენ ისინი გვამებს მოსასვენებელ ოთახებში, ფსიქოლოგის კაბინეტსა და VIP პალატებში, რადგან მორგში საკმარისი ადგილი არაა - წერს CNN.
რეპორტიორ მარშალ კოენის თქმით, რომელმაც აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელშიც გააზიარა, ცხედრებს იმავე ტომარაში აქვთ პირადი ნივთები, სადაც თავად არიან მოთავსებული.
მოგვიანებით, საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა ბრაიან ტეილორმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ უკვე მიიღეს დამატებითი მობილური სამაცივრე მოწყობილობები CoViD-19– ით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად.