აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა
10:25:59     15-04-2020
აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ჩემს ადმინისტრაციას დღეს განკარგულება გავეცი, შეაჩერონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება, ვიდრე შევისწავლით და შევაფასებთ ორგანიზაციის როლს პანდემიის ცუდად მართვაში და კორონავირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების დამალვაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ის, რომ ჯანმო ეწინააღმდეგებოდა მოგზაურობის აკრძალვის ზომის შემოღებას და დროულად არ გაუზიარა საერთაშორისო თანამეგრობას ზუსტი და სწორი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.